16:23 | 2020-03-09 ავტორი: Prime Time

კახეთში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა გაიზარდა

კახეთში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა გაიზარდა

კახეთში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა გაიზარდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში განმარტავენ, რომ თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს, ყოველდღიურად აკვირდებიან.

 

„თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა გაიზარდა. ყველა მათგანი რისკ-ჯგუფში მყოფ ქვეყნებში მოგზაურობდა და საინკუბაციო პერიოდი გასული არ არის. მათზე ყოველდღიურ დაკვირვებაში, მერების წარმომადგენლები და სამართალდამცავები გვეხმარებიან“- განაცხადა კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა.

 

ინფორმაციას თვითიზოლაციის რეჟიმში მყოფი პირების შესახებ, დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ადგილობრივი მოსახლეობაც აწვდის.

 

პირებს, რომლებიც რეჟიმს დაარღვევენ, საკარანტინო სივრცეში იძულებით გადაიყვანენ. დღევანდელი მონაცემებით თვითიზოლაციაში 47 ადამიანი იმყოფება, მათ შორის:

 

ახმეტაში- 9, ყვარელში- 5, სიღნაღში- 5, ლაგოდეხში- 5, გურჯაანში – 9, თელავში- 10 და საგარეჯოში- 4 მოქალაქე.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი 

ავტორი: Prime Time

X