
კახი კავსაძე ისევ საავადმყოფოში რჩება. მსახიობი საუნივერსიტეტო კლინიკაში თებერვლის შუა რიცხვებში ფილტვების ანთებით მოათავსეს. კახის ჰოსპიტალიზაცია თავად ექიმმა ლევან რატიანმა ითავა და მორიგი გასინჯვის დროს, პაციენტი თან გაიყოლა კლინიკაში.
როგორც მსახიობის ძმა, იმერი კავსაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, ექიმი რატიანი, ჯერჯერობით, მსახიობს, შინ წასვლის ნებას არ რთავს.
იმერი კავსაძე: – კახი ისევ დასუსტებულია. ლევან რატიანი ჯერ არ უშვებს სახლში. ვენდოთ ბატონი ლევანის გამოცდილებას და პროფესიონალიზმს. როგორც ის ამბობს, ჯობს ცოტა ხანი კიდევ დაჰყოს საავადმყოფოში. მონიტორზეა გული, გაგრძელება…






















