
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერი კახი კალაძე გამოკვლევებზე საზღვარგარეთ გაემგზავრა.
კალაძეს დამატებითი გამოკვლევების ჩატარება დასჭირდა, რომელსაც დედაქალაქის მერი ევროპის ერთ-ერთ კლინიკაში ჩაიტარებს და სავარაუდოდ, ხვალ საქართველოში დაბრუნდება.
თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ კახი კალაძე თავს უკეთ გრძნობს და სამუშაო რეჟიმსაც დაუბრუნდა, თუმცა სპეციალისტებმა მას დამატებითი კვლევების ჩატარება ურჩიეს.
ცნობისთვის: კახი კალაძეს თბილისში იშემიური გენეზის კოხლეო-ვესტიბულური დისფუნქციის დიაგნოზი დაუსვეს.






















