
თბილისის მერს, კახა კალაძეს დამატებითი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა. აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის ნეიროოტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ეკატერინე ხარხელის მიერ მას დაუდგინდა საბოლოო დიაგნოზი- იშემიური გენეზის კოხლეო-ვესტიბულური დისფუნქცია.
„დედაქალაქის მერი თავს უკეთ გრძნობს, მკურნალობის დინამიკა დადებითია. კახა კალაძე აგრძელებს მკურნალობას კლინიკაში, მუშაობს დისტანციურად და მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს”, – განგვიმარტეს მერიის პრესსამსახურში.






















