14:23 | 2021-05-01 ავტორი: Prime Time

კახი კავსაძე ხალხს უყვარდა არა მხოლოდ, როგორც მსახიობი, არამედ როგორც ნათესავი, ოჯახის წევრი – ლევან წულაძე

კახი კავსაძე ხალხს უყვარდა არა მხოლოდ, როგორც მსახიობი, არამედ როგორც ნათესავი, ოჯახის წევრი – ლევან  წულაძე

კახი კავსაძის ადგილი იყო აბსოლუტურად განსაკუთრებული, როგორც მსახიობის, თავის საქმის ფანატიკოსის, – ამის შესახებ რეჟისორმა და კინომსახიობმა ლევან (ჭოლა) წულაძემ ჟურნალისტებთან რუსთაველის ეროვნულ თეატრთან განაცხადა, სადაც მსახიობ კახი კავსაძის პანაშვიდი მიმდინარეობს.

 

“კახი კავსაძის ადგილი იყო აბსოლუტურად განსაკუთრებული, როგორც მსახიობის, თავის საქმის ფანატიკოსის. ხალხს უყვარდა არა მხოლოდ როგორც მსახიობი, არამედ როგორც ნათესავი, ოჯახის წევრი. ამის უნარი ჰქონდა მის სიმართლეს და დამაჯერებლობას სცენიდან თუ კინოდან”,-აცხადებს წულაძე.

 

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის თეატრში მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

ავტორი: Prime Time

X