
კახი კავსაძე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს, თუმცა იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში შეყვანისას 85 წლის მსახიობის მდგომარეობა კრიტიკულად შეფასდა.
„სახეზე იყო სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია. შოკის ხარისხი შემცირებულია. კომპიუტერული ტომოგრაფიით ფილტვის დაზიანების ინდექსი საშუალოა.
ბატონ კახის რამდენიმე ქრონიკული პათოლოგია აქვს და იმყოფებოდა მეთვალყურეობის ქვეშ, თუმცა კოვიდ 19-ს ახასიათებს ის, რომ რაც ორგანიზმში არის პათოლოგია, მის გამწვავებას იწვევს“, – განაცხადა რატიანმა.
კახი კავსაძეს კორონავირუსი 28 ნოემბერს დაუდასტურდა. „პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მსახიობის ძმა, იმერი კავსაძე ამბობდა, რომ კვირაზე მეტია, რაც მთელი ოჯახი კორონავირუსითაა ინფიცირებული.























