19:25 | 2021-02-16 ავტორი: სალომე ნეფარიძე

კახი კავსაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს

კახი კავსაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს

მსახიობი კახი კავსაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

ჩვენი ინფორმაციით, იგი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.

 

მსახიობს ფილტვების ანთება აქვს, თუმცა თავს კარგად გრძნობს და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობელმა განუცხადეს, კახი კავსაძე საავადმყოფოში 4 დღის წინ მოათავსეს, მას კლინიკაში ანტიბიოტიკური მკურნალობა დასჭირდა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X