00:30 | 2020-11-29 ავტორი: თამარ ბუჩუკური

კახი კავსაძე სევდიანი და ჯიუტი მზერით უცქერდა შენობას – გიორგი კეკელიძე

კახი კავსაძე სევდიანი და ჯიუტი მზერით უცქერდა შენობას – გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე მსახიობ კახი კავსაძეს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს და მასთან დაკავშირებით Faceook-ზე წერს.

 

„ბოლო წლებია, სამსახურისკენ მიმავალი, რუსთაველის თეატრის წინ, სკამზე მჯდარ კახი კავსაძეს ვხვდებოდი ხოლმე. სევდიანი და ჯიუტი მზერით უცქერდა შენობას. თუ ოდნავ დააკვირდებოდი, იოლი შესამჩნევი იყო ის დაოუკებელი ვნება და დაუცხრობელი სურვილი, რაზეც მისი კოლეგები და რეჟისორები მიყვებოდნენ – თუ როგორ გარდაიქმნებოდა, ეს ღრმად მოხუცი და ათას დაავადებასთან მებრძოლი კაცი კამერის ჩართვისთანავე ახალგაზრდული შემართების მსახიობად. არათუ მინახავს, იშვიათად მსმენია, საკუთარი საქმე ასეთი გაშმაგებით უყვარდეს ვინმეს.

მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!”, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, ლეგენდარულ მსახიობს, კახი კავსაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის საუნივერსტეტო კლინიკაში მკურნალობს.

 

 

რა სიმპტომებით გადაიყვანეს კლინიკაში კახი კავსაძე, რომელსაც კოვიდი დაუდგინდა
2020-11-28რა სიმპტომებით გადაიყვანეს კლინიკაში კახი კავსაძე, რომელსაც კოვიდი დაუდგინდა
ავტორი: თამარ ბუჩუკური

X