15:28 | 2021-09-27 ავტორი: Prime Time

კახი კავსაძის კინოპარტნიორი, 70 წლის მსახიობი სახიფათო სექტის წევრი გახდა

კახი კავსაძის კინოპარტნიორი, 70 წლის მსახიობი სახიფათო სექტის წევრი გახდა

კახი კავსაძის კინო პარტნიორი ტატიანა ფედოტოვა, რომელიც ცნობილია ფილმით „უდაბნოს თეთრი მზე“, რელიგიური სახიფათო ორგანიზაციის წევრი გახდა. ამის შესახებ 70 წლის მსახიობის კოლეგებმა განაცხადეს. ვიდეო Youtub-ზე განთავსდა.

 

გადაცემის სტუმარმა, რელიგიის ექსპერტმა იგორ ივანიშკომ აღნიშნა, რომ ასეთ სექტებს რეკლამისთვის ცნობილი პიროვნებები სჭირდებათ.

 

„ტატიანა ნამდვილად გახდა სექტანტი. იმ ადამიანის ნების გარეშე, რომელიც დიდი ხანია ამ ორგანიზაციაში არიან. შეუძლებელია მისი დახმარება. ის ორი წელია, რაც იქაა. ეს უკიდურესად რთული შემთხვევაა.

 

მას მიაჩნია, რომ ადამიანები, რომლებიც ამ სწავლებას არ მისდევენ, ცდებიან და აუცილებლად უნდა იხსნან სულები, ” – თქვა ივანიშკომ. ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტვერის რეგიონში ამ სექტის ლიდერებმა „ხალხისგან ამოიღეს ქონება და ბინები“, გადაწერეს სექტის წევრების ქონება.

 

ცნობისთვის, მსახიობი კახი კავსაძე მიმდინარე წლის აპრილში კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებების შედეგად 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X