
ჟურნალისტი ხატია სიჭინავა, რომელიც „ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერი იყო, ბოლო დროს მმართველ გუნდს აქტიურად აკრიტიკებს. ხატიამ „ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ გუშინ ჩატარებულ არჩევნებზე პროტესტის ნიშნად არ მივიდა. ასევე თქვა, რომ მას იმედები გაუცრუა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, ივანიშვილების ოჯახს და საზოგადოებას შორის დიდი ორმოა, რომელიც ვეღარ შეივსება.
„გუშინ მივიდა ეს ადამიანი საარჩევნო უბანზე, საკუთარი თავისთვის რომ მიეცა ხმა. იქ იყო ქალბატონი, რომელიც დაცვამ გაათრია, ხალხი გარეკეს როგორც ცხოველები, იმიტომ რომ ბატონი ბიძინა და მისი ოჯახი შესულიყო ხმის მისაცემად. მე ვფიქრობ არ ესმის ჩვენი ხმა. ალბათ თავისი საინფორმაციო აქვს ჩართული, სადაც ვარდისფრად ჩანს ყველაფერი. ჩვენს შორის დიდი უფსკრულია, რომელსაც ვერაფერი ვეღარ ამოავსებს” – აცხადებს სიჭინავა.
მან ამავე გადაცემაში თბილისის მერს, კახა კალაძესაც მიმართა:
„მე ვარ ერთ-ერთი ვინც აირჩია კახი კალაძე. მინდა მივმართო მას, კახი ეს ხალხი ვინც ქუჩაში დგას, შენი ხალხია, თბილისელებია. შენ ამ ქალაქის მერი ხარ და ვალდებული ხარ გონორით არ ელაპარაკო. უნდა გამოხვიდე ქუჩაში და… (სტატიის სრულად წასაკითხად გადადით ამ ბმულზე)






















