
გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს კაკი ბოლქვაძე, მას შემდეგ რაც “სხვა რაკურსში” გასულ კლიპს – Stop Covid-19-ს უარყოფითი შეფასებების ტალღამ გადაუარა, შეუძლოდ გახდა. კაკი ამ სიმღერის ავტორია, ის მღერის მის პირველ ფრაზასაც. ინფორმაციას “პრაიმტაიმთან” სოფო ბედია ადასტურებს.
სოფო ბედია: – მე და კაკი გუშინ ერთად ვუყურებდით შოუს, რის შემდეგაც ბოროტმა ადამიანებმა და ტროლებმა რომ აიტაცეს ეს კლიპი და ლანძღეს, კაკიმ ძალიან ინერვიულა.
მას სახსრების ინფარქტი აქვს გადატანილი. ხელები უსივდება, მერე გული მისდის და ცუდად ხდება. ასეთი შეტევა ჰქონდა გუშინ. გულის ინფარქტი არ დაუდგინდა, ეს ჟურნალისტების არასწორი ინტერპრეტაცია იყო. ახლა უკეთ არის, დამამშვიდებლებს იღებს.
სოფო ბედიას ინიციატივით ოცმა მომღერალმა ჩაწერა კაკის სიმღერა და სახლებში ვიდეოები გადაიღეს. კლიპის მოწოდება სახლში დარჩენა და თანამემამულეების ეპიდემიის დროს გამხნევებაა. ვიდეორგოლს ბევრი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, მას ხარისხი დაუწუნეს.
“რომელ ხარისხზეა საუბარი, ნაუცბადევად, როგორც შეგვეძლო და ცხოვრება როგორც გვიწყობდა ხელს, ისე გავაკეთეთ. მხოლოდ კეთილი და გასამხნევებელი მესიჯით გაკეთებული ვიდეორგოლია, რომლითაც სახლში დარჩენას მოვუწოდებთ” – ამბობს ბედია “პრაიმტაიმთან”.






















