
თბილისის პირველი ლედი, დიზაინერი ანუკი არეშიძე დღეს 31 წლის გახდა. როგორც იცით, ის სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია, შესაბამისად გამომწერებს ხშირად უზიარებს მის ცხოვრებაში მიმდინარე სიახლეებს.
დიზაინერს დაბადების დღე გვიან ღამით მიულოცა ქმარმა კახა კალაძემ. უმშვენიერეს მეუღლეს, მან ყვავილების ულამაზესი თაიგული მიართვა.

საღამოს კი კალაძეების ფეშენებელურ აგარაკზე, დიზაინერის მეგობრები შეიკრიბნენ, რომლებმაც მეგობრის დაბადების დღე ღია ცის ქვეშ აღნიშნეს.
როგორც ჩანს, დიზაინერმა შარშანდელი წლისგან განსხვავებით, გადაწყვიტა დაბადების დღე წელს არაპომპეზურად აღნიშნოს, რასაც მისი მეგობრების მიერ გამოქვეყნებული, მხოლოდ რამდენიმე კადრი მოწმობს.


























