
10 დეკემბერს თბილისში ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების საზეიმო ცერემონია გაიმართა. პარლამენტის შენობის წინ მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ანთებას ათასობით ადამიანი ესწრებოდა.
ცერემონიაში თბილისის მერი კახა კალაძე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდნენ.
ისინი ოჯახებთან ერთად მივიდნენ ნაძვის ხესთან. ნაძვის ხის ანთებამდე კონცერტი გაიმართა, რომელიც ცერემონიის შემდეგაც გაგრძელდა.
დიზაინერმა ანუკი არეშიძემ ნაძვის ხის ანთების საზეიმო ცერემონიიდან სოციალურ ქსელში ფოტოებიც გამოაქვეყნა.


ამასთან, ანუკი არეშიძემ მოგვიანებით სახლში გადაღებული ფოტოც დადო.























