08:10 | 2021-10-03 ავტორი: Prime Time

კალანდარიშვილმა განმარტა, რატომ დაგვიანდა ცესკო-ს ვებგვერდზე არჩევნების შედეგების გამოქვეყნება

კალანდარიშვილმა განმარტა, რატომ დაგვიანდა ცესკო-ს ვებგვერდზე არჩევნების შედეგების გამოქვეყნება

გვინდოდა, რომ ის წინასწარი მონაცემები, რომელსაც გარკვეულ დროს გამოვაცხადებდით, ამ მონაცემებს აესახა მაქსიმალურად პროპორციული ხმათა რაოდენობა ყველა საარჩევნო ოლქიდან. რისი შესაძლებლობაც ჩვენ ამ დრომდე რეალურად არ გვქონდა, რადგან ჯერ კიდევ შემაჯამებელი ოქმები წარდგენილი არ არის და არ არის გადმოცემული ყველა ოქმი, რომ უფრო ფართო სურათი გაგვეზიარებინა თქვენთვის, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, გიორგი კალანდარიშვილმა ​ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე.

ეგზიტპოლის შედეგებით, კახა კალაძემ თბილისში დამაჯერებლად მოიგო - ირაკლი კობახიძე
2021-10-03ეგზიტპოლის შედეგებით, კახა კალაძემ თბილისში დამაჯერებლად მოიგო - ირაკლი კობახიძე

 

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ცოტა შევყოვნდით გამოქვეყნების ჭრილში, მინდა აღვნიშნო, რომ ყველა შემაჯამებელი ოქმი, რომელიც მოგვეწოდება საოლქო საარჩევნო კომისიების მხრიდან, განთავსებული იყო ჩვენს ვეგბგვერდზე.

 

ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, გასცნობოდა ამ ოქმებს და გაეკეთებინათ დაჯამება. ​არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი ამ არჩევნებთან მიმართებაში, მის შედეგებზე. შესაბამისად, ჩვენ გვინდოდა, რომ ის წინასწარი მონაცემები, რომელსაც გარკვეულ დროს გამოვაცხადებდით, ამ მონაცემებს აესახა მაქსიმალურად პროპორციული ხმათა რაოდენობა ყველა საარჩევნო ოლქიდან. რისი შესაძლებლობაც ჩვენ ამ დრომდე რეალურად არ გვქონდა, რადგან ჯერ კიდევ შემაჯამებელი ოქმები წარდგენილი არ არის და არ არის გადმოცემული ყველა ოქმი, რომ უფრო ფართო სურათი გაგვეზიარებინა თქვენთვის.

 

მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე გვსურდა, რომ წინასწარის წინა მონაცემები ყოფილიყო რეპრეზენტატული და აქედან გამომდინარე, ჩვენ ველოდებოდით შესაბამის ოქმებს, ყველა საარჩევნო ოლქიდან, რომელიც გარკვეულ წილად უზრუნველყოფდა ამ პროპორციების დაცვას. მინდა, გაგიზიაროთ ინფორმაცია შვიდი საათის მდგომარეობის შემოსული შემაჯამებელი ოქმების მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ავტორი: Prime Time

X