20:22 | 2020-08-11 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ყალიბდება ლარსის საბაჟოსთან დაკავშირებული კლასტერი! – ამირან გამყრელიძე

ყალიბდება ლარსის საბაჟოსთან დაკავშირებული კლასტერი! – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღანელის ამირან გამყრელიძის ცნობით, ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე შესაძლოა ახალი კლასტერი გაჩნდეს.

 

გამყრელიძის თქმით, დღეს ლარსის საბაჟოზე კორონავირუსის 5 შემთხვევა დადასტურდა.

 

კორონავირუსით შსს-ს თანამშრომლები დაინფიცირდნენ! - უწყების საგანგებო განცხადება
2020-08-11კორონავირუსით შსს-ს თანამშრომლები დაინფიცირდნენ! - უწყების საგანგებო განცხადება

 

„დღეს, გარკვეულწილად ერთი კლასტერი ყალიბდება, რომელიც ლარსის საბაჟოსთან არის დაკავშირებული. იქ არის ხუთი შემთხვევა დადასტურებული და ახლა მიმდინარეობს კონტაქტების ეპიდკვლევა, რომ სწრაფად მოხდეს ლოკალიზება ეპიდაფეთქების. დაინფიცირების პირველწყარო დაახლოებით ვიცით“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

ცნობისთვის, 11 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 44 პაციენტი.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 264 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 054-ს შეადგენს.

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X