
ამერიკაში, კალიფორნიის შტატში კომპანია „Amazon“-is სადისტრიბუციო შენობა დაიწვა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შენობაში გამაფრთხილებელმა ზარმა 3 ჯერ დარეკა. შემდეგ კი ცეცხლი მთლიან შენობას მოედო.
ხანძრის ჩასაქრობად სან-ბერნარდინოს ოლქის სახანძრო- სამაშველო ჯგუფი მივიდა. 100-მდე თანამშრომელმა ევაკუირება მოახერხა. ხანძრის შედეგად, Amazon-ის ვებ-გვერდებს საფრთხე არ შექმნია.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება დაიწყება.























