12:22 | 2020-03-23 ავტორი: ალექსი ქამადაძე

კანადა და ავსტრალია ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს

კანადა და ავსტრალია ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს

კანადისა და ავსტრალიის ოლიმპიური კომიტეტების გადაწყვეტილებით, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში სპორტსმენებს არ გაგზავნიან.

 

კომიტეტებმა შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებული რისკების გამო მიიღეს.

 

კანადა პირველი ქვეყანაა, რომელმაც თამაშებიდან საკუთარი ნაკრები ოფიციალურად უკან გაიწვია.

 

კანადის შემდეგ კი, ავსტრალიის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმაც უარი თქვა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე, ისინი მოითხოვენ ტოკიოს ოლიმპიადა ერთი წლით გადაიდოს.

 

„ავსტრალიის ოლიმპიური ნაკრები ვერ შეიკრიბება ვერც საკუთარ ქვეყანაში და ვერც საზღვარგარეთ“, – წერია ავსტრალიის ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.

 

ასევე, დაგაინტერესებთ:

 

ოლიმპიადა „დაწყევლილია“ - იაპონიის  პრემიერ-მინისტრის მოადგილე
2020-03-19ოლიმპიადა „დაწყევლილია“ - იაპონიის  პრემიერ-მინისტრის მოადგილე
             
ოლიმპიური ცეცხლის გადაცემის ცერემონია ცარიელ სტადიონზე გაიმართა
2020-03-19ოლიმპიური ცეცხლის გადაცემის ცერემონია ცარიელ სტადიონზე გაიმართა

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X