14:44 | 2021-01-10 ავტორი: Prime Time

კანადაში მცხოვრებმა 24 წლის ბიჭმა მთელი ოჯახი დახოცა, რადგან ეშინოდა მისი ტყუილის შესახებ მშობლებს არ გაეგოთ

კანადაში მცხოვრებმა 24 წლის ბიჭმა მთელი ოჯახი დახოცა, რადგან ეშინოდა მისი ტყუილის შესახებ მშობლებს არ გაეგოთ

კანადაში მცხოვრებმა 24 წლის მენჰაზ ზამანმა მთელი ოჯახი დახოცა, რადგან ეშინოდა მისი ტყუილის შესახებ მშობლებს არ გაეგოთ. ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.

 

ქართველი სპორტსმენის ფოტოები ნიუ-იორკის ციხიდან
2021-01-10ქართველი სპორტსმენის ფოტოები ნიუ-იორკის ციხიდან

 

ზამანი ყველას ძალიან უყვარდა. ის იყო ბიჭი, რომელიც თავის ოჯახს პირველ ადგილზე აყენებდა, სწორედ ამიტომ ვერავინ იფიქრებდა, რომ მას მსგავსი რამის ჩადენა შეეძლო.

 

ზამანი მშობლებთან, დასთან და ბებიასთან ერთად კანადაში ცხოვრობდა. მისი ოჯახი წარმოშობით ბანგლანდეშიდანაა, კანადაში სამუშაოს ძიების მიზნით გადმოვიდნენ საცხოვრებლად.

 

მშობლებს ეგონათ, რომ ზამანი იორკის უნივერსიტეტში სწავლობდა, რადგან ბიჭი ყოველ დილით გამზდებული მიყვებოდა ავტობუსს სასწავლებლისკენ და სახლში მოსული მუდმივად მექანიკურ ინჟინერიაზე საუბრობდა.

 

თუმცა, ზამანი ოჯახს ატყუებდა. მას არასდროს უსწავლია იორკის უნივერსიტეტში. ყოველ დილით კომპიტერით ხელში ზამანი მხოლოდ იმიტომ გადიოდა სახლიდან, რომ ვიდეო თამაშებით დაკავებულიყო. მან ვირტუალური მეგობრები გაიჩინა და ვირტუალურ სამყაროში დაიწყო ცხოვრება.

 

როგორც კი მშობლებმა ზამანის უნივერსიტეტის დამთავრებაზე დაიწყეს საუბარი და მისი გამოსაშვები საღამოს თარიღიც ახლოვდებოდა, ზამანი შეშინდა. მისი მშობლები გაიგებდნენ, რომ თურმე აქამდე ის მათ ატყუებდა. ამიტომ გადაწყვიტა ისინი საკუთარი ხელით მოეკლა.

 

ზამანმა ჯერ სახლში მყოფი დედა და ბებია მოკლა. შემდეგ რამდენიმე საათით დაელოდა, სანამ სახლში მამა და და დაბრუნდებოდნენ. შემდეგ კი ისინიც დახოცა.

 

მანამდე, სანამ ზამანი დისა და მამის მოსვლას ელოდებოდა, ის ვიდეო თამაშებს თამაშობდა და თავის ვირტუალურ მეგობრებს ეუბნებოდა როგორ მოიშორა ოჯახის წევრები.

 

თავდაპირველად ზამანის ეს სიტყვები ვირტუალურ სამყაროში ხუმრობად აღიქვეს, თუმცა მას შემდეგ, რაც ზამანმა მათ ფოტოები გაუგზავნა, ისინი ძალიან შეშინდნენ და გადაწყვიტეს მომხდარის შესახებ პოლიციისთვის ეცნობებინათ.

 

ზამანს 40 წლიანი პატიმრობა ემუქრება. რაც იმას ნიშნავს, რომ ზამანი 64 წლის იქნება, როცა თავისუფლების შეგრძნებას კიდევ შეძლებს.

ავტორი: Prime Time

X