
კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ ინფორმაციას cbc-ი ავრცელებს.
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნებისას ტრუდოს ცოლს კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა.
როგორც კანადის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განცხადებაში აღნიშნული, მან ანალიზი კორნავირუსზე უკვე ჩააბარა და პასუხებს ელოდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.






















