
კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრიუდოს მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა. სოფი ტრიუდოს ვირუსი მსუბუქ ფორმებში აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
მედიისთვის მანამდე ცნობილი გადა, რომ კანადის პრემიერ-მინისტრი და მისი მეუღლე თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც სოფი ტრიუდოს ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდა.
თავად პრემიერ-მინისტრს კი კორონავირუსის სიმპტომები არ აქვს, მაგრამ თვითიზოლაციაში მაინც იქნება.
ცნობისთვის, კანადაში ამ დროისთვის კორონავირუსის 109 შემთხვევაა გამოვლენილი.






















