
ექიმი გიორგი ღოღობერიძე საკუთარ ბავშვობასა და ცხოვრებაში მამის როლზე საუბრობს.
როგორც „ფორმულას“ ერთ-ერთ გადაცემაში გიორგი ღოღობერიძე ყვება, მამის როლი მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი იყო და თითქმის გადამწყვეტიც.
„მამაჩემი რომ არ ყოფილიყო მე ასეთი არ ვიქნებოდი, როგორიც ახლა ვარ. ის იყო ერთი უბრალო, მაგრამ ძალიან მიზანდასახული ადამიანი. იგი უფრო ღარიბ ოჯახში იყო გაზრდილი, მაშინ ცოდნას ასე ადვილად ვერ იღებდნენ, ამიტომ მამაჩემმა იმუშავა იმისთვის, რომ მე მიმეღო განათლება. მთელი დღე მუშაობდა, საღამოს ბრუნდებოდა სახლში, სკოლაში უფრო არ მეშინოდა წასვლის, ვიდრე მამაჩემთან გაკვეთილების ჩაბარების, იმიტომ რომ ყველაფერს მეკითხებოდა.
ღამის 3-მდე მასწავლიდა, თუ რამეს ვერ გავაკეთებდი, დილის 7 საათზე მაყენებდა და თავიდან ჩამაბარებინებდა. ამან საშუალება მომცა, რომ ვყოფილიყავი ამტანი ადამიანი“,- ყვება გიორგი ღოღობერიძე.
იგი ასევე ამბობს, რომ მამას საოჯახო საქმეებშიც ეხმარებოდა, როგორიც იყო მაგალითად ყანაში მუშაობა.
„ჩვენი შემოსავლის წყარო ყანა იყო, რომელიც შორს იყო. ურიკა მქონდა საკუთარი, ურიკაზე დავაგდებდი ხოლმე წიგნს, თან მიმქონდა ეს ურიკა, თან წიგნს ვკითხულობდი“,- ამბობს გიორგი ღოღობერიძე.






















