19:40 | 2020-04-25 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ყანდაურას გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ძებნილი დააკავეს

ყანდაურას გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ძებნილი დააკავეს

ყანდაურას გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ძებნილი ნოდარ გამყრელიძე დააკავეს.

 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, სამართალდამცავებმა გამყრელიძე სოფელ ყანდაურაში, საკუთარ სახლში აიყვანეს.

 

ნოდარ გამყრელიძისგან სამართალდამცავებმა მკვლელობის იარაღი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიც ამოიღეს, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში გამოძიებამ ვერსად მიაგნო.

 

პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ ის დაახლოებით, სამი საათის წინ დააკავეს.

 

კანონის თანახმად, მას სასჯელაღსრულების ერთ-ერთ დაწესებულებაში შეასახლებენ, რადგან სისხლის სამართლის საქმე მასზე დაუსწრებლად იყო აღძრული და მას სასამართლომ პატიმრობა უკვე მიუსაჯა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციითვე, გამყრელიძე ოფიციალურად ჯერ დაკითხული არ არის.

 

გახმაურებული მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში, 2019 წლის 4 მაისს მოხდა.

 

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავებმა ოთხი გარდაცვლილი ნახეს: ნოდარ გამყრელიძის ძმა და რძალი, 2 ნათესავი, დედა კი დაჭრილ მდგომარეობაში მალევე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

მკვლელობის ბრალდებით გამოძიებამ 84 წლის ომარ გამყრელიძე დააკავა, რომელსაც მოგვიანებით სასამართლომ ბრალდება მოუხსნა და გირაოთი გაათავისუფლა.

 

დაკავებული იყო გამყრელიძის შვილიშვილი, უმცროსი ომარ გამყრელიძეც, რომელსაც გამოძიება საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდა. მოგვიანებით სასმართლომ გამყრელიძე უმცროსიც გირაოთი გაათავისუფლა.

 

ნოდარ გამყრელიძეს ბრალი დაუსწრებლად ჰქონდა წარდგენილი და სასამართლოს მიერ პატიმრობა შეფარდებული.

 

საქმეზე გამოძიება სისხლის დამართლის კოდექსის 109- ე მუხლით მიმდინარეობს.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X