21:46 | 2020-04-07 ავტორი: Prime Time

კანონი ერთია მორწმუნესთვის და ათეისტისთვის – ამირან გამყრელიძის პასუხი სააღდგომო თემაზე

კანონი ერთია მორწმუნესთვის და ათეისტისთვის – ამირან გამყრელიძის პასუხი სააღდგომო თემაზე

კანონი ერთია მორწმუნესთვის და ათეისტისთვის. ერთად არ უნდა შევიკრიბოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძემ facebook-ლაივის ჩართვისას განაცხადა.

 

მისი განცხადებით დღეს ყველაზე აქტუალური კითხვაა, რა იქნება აღდგომის დღესასწაულზე.

 

როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ზოგი თავს არიდებს. გასათვალისწინებელია ერთადერთი რამ – ადამიანის სიცოცხლის რისკი.

 

„საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე კანონი გვეუბნება, რომ ის ერთია მორწმუნესთვის, ათეისტისთვის და ყველასთვის. არ უნდა შევიკრიბოთ და ერთ სივრცეში არ უნდა იყოს გარკვეულ დისტანციებზე მყოფი სამ ადამიანზე მეტი.

 

ჩემი რჩევა იქნება მოსახლეობისადმი, რომ გამომდინარე დიდი საშიშროებიდან რაც არსებობს, ეპიდემიის ფართო მასშტაბის მიღებისა ჩვენს ქვეყანაში, როგორიც არის დღეს ევროპის ყველაზე უფრო განვითარებულ ქვეყნებში, 209 ქვეყანაში, თავი შევიკავოთ წელს მაქსიმალურად რამდენადაც შეგვიძლია.

 

დავრჩეთ სახლში და მივცეთ საშუალება ჩვენს მღვდელმთავრებს, რომ დისტანციურად ტელევიზიის საშუალებით ვიყოთ ჩართული ლოცვაში და წირვაში.

 

ეს არის ჩემი რეკომენდაცია, რომ დავიცვათ მათი და ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობა. ეს იქნება თხოვნა უმორჩილესი და რეკომენდაცია მოსახლეობისადმი.

 

რაც ნაკლებად შევიკრიბებით, მით დიდია შანსი იმისა, რომ ჩვენ არ შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში და ამით თავიდან ავიცილოთ მოსახლეობის ავადობა და თავიდან ავიცილოთ გარდაცვალება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X