18:33 | 2021-10-18 ავტორი: Prime Time

კანონპროექტიდან ამოღებულია მუხლი, რომელიც მარეგულირებელს კლინიკების სასამართლოს ნებართვის გარეშე შემოწმების უფლებამოსილებას აძლევდა

კანონპროექტიდან ამოღებულია მუხლი, რომელიც მარეგულირებელს კლინიკების სასამართლოს ნებართვის გარეშე შემოწმების უფლებამოსილებას აძლევდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე რუსთავში, მარდალეიშვილის კლინიკაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

 

როგორც მინისტრი ამბობს, ჯანდაცვის სამინისტროს რეალურად არ აქვს ბერკეტები იმასთან დაკავშირებით, რომ კლინიკებში მუდმივი მონიტორინგი აწარმოოს.

 

მინისტრი იმ კანონპროექტის შესახებაც საუბრობს, რომელსაც მსგავსი სიტუაციები უნდა დაერეგულირებინა, თუმცა კანონი პარლამენტში დღემდე ვერ მიიღეს.

 

EXCLUSIVE: დეტალები გორში გატაცებული  ახალგაზრდა ქალის ჩვენებიდან - „მითხრა, რომ ჩემს პატარა ძმას მოკლავდა“
2021-10-18EXCLUSIVE: დეტალები გორში გატაცებული ახალგაზრდა ქალის ჩვენებიდან - „მითხრა, რომ ჩემს პატარა ძმას მოკლავდა“

 

„სწორედ ამას ემსახურებოდა ის ინიციატივა, რომელიც ჯერ კიდევ ორი წლის წინ იყო პარლამენტში შეტანილი და რომელიც დღემდე არ არის განხილული. მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი იყოს დროულად მიღებული, რადგან ჯანდაცვის სამინისტრო დგას მოპასუხედ საზოგადოების წინაშე, პაციენტების უსაფრთხოების დაცვის წინაშე და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს ყველა ის ბერკეტი, რომლითაც დაცული იქნება პაციენტების ინტერესი. ჩემთვის რთულად არის გასაგები, თუ რა უშლის ხელს ამ კანონის მიღებას, ეს კითხვები სხვაგან უნდა დაისვას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

ცნობისთვის, პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით დამტკიცებული ვარიანტის მიხედვით, ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონპროექტიდან ამოღებულია მუხლი, რომელიც მარეგულირებელს კლინიკების სასამართლოს ნებართვის გარეშე შემოწმების უფლებამოსილებას აძლევდა. სამინისტრო დათმობაზე წავიდა საჯარიმო სანქციების ნაწილშიც და რიგ პუნქტებში მოიხსნა ქვედა ზღვარი, რითაც სასამართლოს შეუძლია დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე განსაზღვროს რა მოცულობის სანქციას დააკისრებს კლინიკებს. ასევე, 20-დან 5 დღემდე შემცირდა სალიცენზიო პირობების შესრულების გადამოწმებისთვის მარეგულირებლის მიერ კლინიკაში შესვლის დრო. საქმიანობის ლიცენზიის შეჩერების ნაწილში კი, ჯანდაცვის სამინისტრომ არ გაიზიარა ბიზნესის მოთხოვნა, და ეს დისკრეციული უფლება კვლავ მარეგულირებელს დარჩა, თუმცა როგორც ახლა, სააგენტომ გადაწყვეტილება სასამართლოს უნდა დაუსაბუთოს.

 

17 ივლისს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონში ცვლილებებს. იმავე დღეს გაიმართა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მოსმენა-მიღება; შემდეგ იყო ისევ ჯანდაცვის კომიტეტზე მესამე მოსმენა და ბოლოს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით უნდა ეყარათ კენჭი, მაგრამ კენჭისყრების პროცედურის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ცნობილი გახდა, რომ “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონში ცვლილებებს არ დაამტკიცებდნენ. „გარკვეული კონსულტაციებისთვის გამოიკვეთა დროის საჭიროება და მინდა, გთხოვოთ, მესამე მოსმენის გადავადება”, – ამ სიტყვებით მიმართა მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ არჩილ თალაკვაძეს, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ეს პრობლემა არ იქნებოდა და კენჭისყრაც გადაიდო.

 

ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X