
კანცელარიაში საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა. ბრიფინგს პრემიერ-მინსიტრი, გიორგი გახარია გამართავს.
ბრიფინგი კანცელარიაში ცოტა ხანში დაიწყება.
გვიან ღამით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს წევრების შეხვედრა მიმდინარეობდა.
ცნობისთვის, ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, დღეს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა გამართა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან და ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან.






















