22:24 | 2021-07-11 ავტორი: Prime Time

კანცელარიასთან სპეცრაზმია მობილიზებული

კანცელარიასთან სპეცრაზმია მობილიზებული

კანცელარიასთან, სადაც აქცია უნდა გაგრძელდეს, სპეცრაზმია მობილიზებული.

 

ამ წუთებში აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობიდან კანცელარიისკენ მიემართებიან. აქცია „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებამ გამოიწვია, რომელიც 5 ივლისს მოძალადე ჯგუფმა სასტიკად სცემა.

 

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს აქციაზე სცემეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

 

ნახეთ, რა ხდება ამ წუთებში კანცელარიასთან:

 

ავტორი: Prime Time

X