12:43 | 2020-11-10 ავტორი: Prime Time

ყარაბაღის შეთანხმება: რეგიონში კრემლის გავლენა ძლიერდება – საფრთხე საქართველოსთვის

ყარაბაღის შეთანხმება: რეგიონში კრემლის გავლენა ძლიერდება – საფრთხე საქართველოსთვის

ყარაბაღის შეთანხმება შესაძლოა საქართველოსთვის დამატებითი საფრთხის მომტანი გახდეს. ანალიტიკოსები ცალსახად ამბობენ, რომ ერთ-ერთი, ვისაც ეს შეთანხმება ხელს აძლევს, რუსეთია, ვინაიდან ამით რეგიონში კრემლის გავლენები კიდევ უფრო გაძლიერდა. თუ რუსული სამხედრო კონტიგენტი ამ დრომდე მხოლოდ სომხეთის ტერიტორიაზე იყო განლაგებული, ამიერიდან მათ აზერბაიჯანის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზეც ვიხილავთ, ე.წ. სამშვიდობო მანდატით.

 

რა გავლენა ექნება საქართველოზე ყარაბაღის შეთანხმებას

 

ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას არ გამორიცხავს, რომ რუსეთის წაქეზებით სომხეთში ფაშინიანის მთავრობა დაამხონ, რისი პირველი ნიშნები უკვე გამოიკვეთა. სომხეთის პრემიერ-მინისტრს საკუთარი მოქალაქეები კაპიტულანტურ შეთანხმებაზე ხელმოწერის გამო დაუპირუისპირდნენ. დემონტრანტები შეიჭრნენ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და ფიზიკურადაც კი გაუსწორდნენ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს.

 

ზურაბ ბატიაშვილი - ყარაბაღის კონფლიქტით ყველაზე მოგებული მხარე რუსეთია | საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი"„ფაშინიანის დასჯა რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, რის გამოც კრემლი თავს იკავებდა ჩარეულიყო კონფლიქტის მიმდინარეობაში. ვფიქრობ, ამ მიზანს მიაღწია, რადგან ერევანში ნებისმიერი ხელისუფლება განწირული იქნება, რომელიც კაპიტულაციას მოაწერს ხელს და დათმობს ყარაბაღს.

 

აქედან გამომდინარე სომხეთს ელოდება არასტაბილურობის პერიოდი. გამორიცხული არ არის ხელისუფლების ცვლილება. ამ შემთვევაში, ცხადია, რუსეთი შეეცდება სომხეთის სათავეში პრორუსული ძალები მოიყვანოს. რუსეთის წაქეზებით, შესაძლებელია სომხეთში ფაშინიანის ხელისუფლება დაამხონ.

 

ფაშინიანს ჰქნდა გამოკვეთილი პოზიცია და არ მალავდა პროდასავლურ განწყობებს. ის ამბობდა, რომ მხოლოდ რუსეთზე არ უნდა იყოს დამოკიდბეული სომხეთი. სწორედ ეს არ აპატია კრემლმა და ასეთი განწყობების მსხვერპლი გახდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ზურაბ ბატიაშვილი.

 

ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანთან ერთად ამ კონფლიქტში მთავარი გამარჯვებული რუსეთი აღმოჩნდა, რაც საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს.

 

„მთელი ამ ხნის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებები აზერბაიჯანის სასარგებლოდ მიმდინარეობდა და ბრძოლის ველზე ეს წარმატება აისახა ხელშეკრულებაში. მოგეხსენებათ, დიპლომატია არის ომის გაგრძელება.

 

ამ შეთანხმებით, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის მხარე გამარჯვებულია, მაგრამ არანაკლებ გამარჯვებულია რუსეთი, რომელმაც მიიღო დამატებითი ბერკეტები და დაიკანონო თავის ყოფნა რეგიონში.

 

თუ აქამდე ოფიციალურად ის მხოლოდ სომხეთში იმყოფებოდა, დღეიდან უკვე აზერბაიჯანშიც, მინიმუმ 5 წლის ვადით იქნება წარმოდგენილი სამშვიდობო მისიის სახით. მისი კონტროლის ზონაში შევა ყარაბაღი და მასთან დამაკავშირებელი გზა, ე.წ. ლაჩინის კორიდორი, ისევე როგორც აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზა ნახჩევანის მიმართულებით, რომელმაც სომხეთის ტერიტორიაზე უნდა გაიაროს.

 

ანუ ძალიან ბევრი ბერკეტი მოიპოვა რუსეთმა რეგიონში. ეს ნიშნავს, რომ ძლიერდება მოსკოვის გავლენა რეგიონში, რაც ცხადია, არაერთი საფრთის მომტანია ჩვენი ქვეყნისთვის“- ამბობს ზურაბ ბატიაშვილი.

 

ექსპერტი ნიკა ჩიტიძე, ასევე სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევს კავკასიაში რუსეთის გავლენების გაძლიერებას.

 

„რუსეთმა მოიპოვა ექსკლუზიური უფლება, განიმტკიცოს პოზიციები ყარაბაღში სამშვიდობოების განლაგებით, თითქოს რუსეთია რეგიონში მთავარი მშვიდობისმყოფელი. ეს მოცემულობა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია და გარკვეულწილად, საქართველოს პოზიციებს ასუსტებს.

 

გარდა ამისა, არ არის გამორიცხული, სხვა ფარული შეთანხმებაც იყოს ქვეყნებს შორის მიღებული. მაგალითად, ენერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებით. შესაძლებელია, რუსეთსა და თურქეთს შორის არსებობდეს შეთნხმება, რომ რუსეთის მიერ ყარაბაღის აზერბაიჯანის შემაგენლობაში აღიარების სანაცვლოდ, თურქეთმა შეისყიდოს რუსეთისგან ბუნებრივი აირის მოცულება, რაც საქართველოსთვის მინუსი იქნება.

 

ყარაბაღის შეთანხმების თანახმად, შვიდი რაიონი გადადის აზერაიჯანის კონტროლქვეშ. ყარაბაღის რეგონში განთავსებული იქნება, დაახლოებით, 1960 კაცინი რუსული კონტიგენტი, 90 ჯავშან-ტრანსპორტიორი და 390 სამხედრო მანქანა.

 

ასევე, იქ იქნება მონიტორინგის ჯგუფი, სადაც შევლენ, როგორიც რუსი, ასევე თურქი დამკვირვებელები. ამით რა ხდება? – რუსეთი და თურქეთი იმყარებენ პოზიციებს კავკასიაში, დასავლეთის პოზიციების შესუსტების ხარჯზე“, – ამბობს ნიკა ჩიტიძე.

ავტორი: Prime Time

X