00:37 | 2021-12-04 ავტორი: Prime Time

ყარაჯალაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ყარაჯალაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ლაგოდეხში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ყარაჯალაში მოხდა.

 

წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და თანამსოფლელმა, ახალგაზრდას ჭრილობები სანადირო თოფიდან მიაყენა.

 

ხელის და ფეხის არეში დაჭრილი მამაკაცი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის „არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა.

 

ექიმების განმარტებით, დაჭრილი საოპერაციოა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

 

საქმეზე გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

 

ნახეთ ყველა მნიშვნელოვანი სიახლე და ვიდეოები ამ ბმულზე

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი 

ავტორი: Prime Time

X