
გლდანში კორონავირუსის გამო, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად ჩაიკეტა.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, კორპუსში, სადაც დევნილები ცხოვრობენ ერთ-ერთი ოჯახის 3 წევრს კორონავირუსი დაუდგინდა.
სამართალდამცველებმა კორპუსის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს.
COVID-19-ით ინფიცირებულები 35 წლის მამაკაცი და მისი მშობლები არიან.
ანალიზები მამაკაცის მეუღლეს და მცირეწლოვან შვილსაც აუღეს და პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
კარანტინი გლდანში – ერთი კორპუსი მთლიანად ჩაკეტეს
კარანტინი გლდანში – ერთი კორპუსი მთლიანად ჩაკეტეს
Gepostet von მთავარი არხი • Mtavari Arkhi am Dienstag, 7. April 2020






















