
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, რეგიონში შეზღუდვების დარღვევის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, თუმცა მოქალაქეები პოლიციელების დანახვისთანავე უკან ბრუნდებიან და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს დამატებითი ღონისძიებების გატარება არ უწევთ.
„იყო რამდენიმე მცდელობა, გუშინაც ღამით იყო მცდელობა, ზოგი ამბობდა ვსეირნობ, ზოგი- ბაღში გავდივარ სამუშაოდ. დღესაც იყო ერთი შემთხვევა, ისიც მობრუნდა, უკან წამოვიდა, რომ ხედავენ პოლიციელებს უკან ბრუნდებიან. რომ გითხრათ გაიქცა და დევნა განხორციელდა და დავაკავეთ, ასეთი რამ არ ყოფილა“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
გომელაურის თქმით, კარანტინის ზომების დარღვევისთვის მოქალაქეებს 3000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში, მოხდება უზრუნველყოფა იმისა, რომ თითოეულმა მოქალაქემ არსებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია მიიღოს.






















