10:24 | 2020-05-03 ავტორი: Prime Time

კარანტინის მოხსნის აღსანიშნად, ფოტოსესია უბედური შემთხვევით დასრულდა

კარანტინის მოხსნის აღსანიშნად, ფოტოსესია უბედური შემთხვევით დასრულდა

თურქეთში, 31 წლის ყაზახეთის მოქალაქე გოგონა ფოტოსესიისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა – ინფორმაციას ამის შესახებ mirror ავრცელებს.

 

ფოტოსესია კარანტინის მოხსნის აღსანიშნად დაგეგმა, თუმცა ოლესია სუსპიცინას ფეხი დაუცდა და 35 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

 

შემთხვევა მისი მეგობრის თვალწინ მოხდა, მაშინ როცა გარდაცვლილისთვის სურათი უნდა გადაეღო.

 

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ანტალიაში მოხდა. ოლესია ცდილობდა კლდის პირას სურათი გადაეღო, ფონად კი ჩანჩქერი გამოჩენილიყო.

 

ავტორი: Prime Time

X