
კარანტინის პერიოდში სომხეთის გენშტაბის უფროსის, არტაკ დავთიანის შვილის ქორწილს 100-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. ქორწილი ერთ-ერთ აგარაკზე გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ armeniasputnik-ი ავრცელებს.
მოგვიანებით, დავთიანმა განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ მისი აზრით, ქორწილი კარანტინის დარღვევას არ წარმოადგენდა და ის მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი მოუწოდებს მედიას, გაითვალისწინონ, რომ მაღალჩინოსნებსაც აქვთ პირადი ცხოვრების უფლება.























