
„საქართველოს კიოკუშინის კარატეს ფედერაციის ახალგაზრდა სპორტსმენები ნინოწმინდის პანსიონატში სოლიდარობის ნიშნად ჩავიდნენ“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი წერს და ფოტოებს ავრცელებს.
„ვარჯიში! საქართველოს კიოკუშინის კარატეს ფედერაციის ახალგაზრდა სპორტსმენები ნინოწმინდის პანსიონატში სოლიდარობის ნიშნად ჩავიდნენ და რამდენიმე დღეს ნინოწმინდის პანსიონატის აღსაზრდელებთან ერთად გაატარებენ.
დიდი მადლობა გოჩა და კახა კაკაბაძეებს სოლიდარობა ნინოწმინდის პანსიონატს და მეუფე სპირიდონს!“, – წერს ირმა ინაშვილი.























