
“ქუჩის ბიჭები” საზაფხულო კონცერტებისთვის ემზადებიან. როგორც ჯგუფის ლიდერი, ზურა ხაჩიძე “პრაიმტაიმთან” ამბობს, დაგეგმილია 11 კონცერტი, თუმცა ეს მოსახლეობის იმუნიზაციაზეა დამოკიდებული.
ზურა ხაჩიძე: – 2 ივლისს კონცერტი გვაქვს ბათუმში. კონცერტების ჩატარება ადამიანების აცრაზეა დამოკიდებული. როგორც კი აიცრება მოსახლეობის დიდი ნაწილი, კონცერტებიც ჩატარდება. კლუბები ამასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ელოდებიან.
რესტორნებს ღამის 12 საათამდე აქვთ მუშაობის უფლება. ჩვენ ბათუმის სანაპიროზე, კლუბ “სოჰოში” 11 კონცერტი გვაქვს დაგეგმილი. ვნახოთ…
გარდა ამისა, სამცხე-ჯავახეთში ვუბრუნდები ჩემს სამსახურს. ხათუნას ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესია. აგვისტოში თურქეთის კლინიკიდან ველოდებით პასუხს.
კარგ განწყობაზეა. უნდა რომ დიეტა დაიცვას და ფორმაში ჩადგეს. სადმე წავიდეთ და იქ დავიწყებ დიეტასო, ამბობს.























