22:36 | 2021-06-15 ავტორი: Prime Time

„კარგად დაიმახსოვრეთ მათი სახეები!“ – ბათუმში, რესტორნიდან გაიპარნენ მომხმარებლები, რომლემაც მომსახურების საფასური არ გადაიხადეს

„კარგად დაიმახსოვრეთ მათი სახეები!“ – ბათუმში, რესტორნიდან გაიპარნენ მომხმარებლები, რომლემაც მომსახურების საფასური არ გადაიხადეს

სოციალურ ქსელში facebook-მომხმარებელი მარიამ ლომინაძე ბათუმში ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი თაღლითური ფაქტის შესახებ წერს.

 

მარიამ ლომინაძე ამბობს, რომ იმ რესტორანში, სადაც მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს, გუშინ, საღამოს რამდენიმე მომხმარებელი შევიდა და ტერიტორია ისე დატოვა, მიღებულ მომსახურეობაში თანხა არ გადაიხადა.

 

ბებიას შვილი მოუკვდა - მამაჩემი. მეც ვიჯექი მაშინ მანქანაში... 40 წლის შემდეგ დაიბადა ლევანი! - გიორგი გვარჯალაძის ემოციური ფოტო
2021-06-15ბებიას შვილი მოუკვდა - მამაჩემი. მეც ვიჯექი მაშინ მანქანაში... 40 წლის შემდეგ დაიბადა ლევანი! - გიორგი გვარჯალაძის ემოციური ფოტო

 

მისი ინფორმაციით, აღნიშნული პირების მხრიდან მსგავსი თაღლითური ფაქტები ბევრ სხვა ობიექტზეც მომხდარა.

 

მარიამ ლომინაძე facebook-ზე მათ ფოტოებსაც ავრცელებს.

 

“მეგობრებო არ ვიცი საიდან დავიწყო, ასეთი უმსგავსო ადამიანების დამსახურებაა, რომ ერთმანეთის მიმართ ნდობა გვაქვს დაკარგული საზოგადოებას.

 

მოკლედ… ეს სამი არამზადა შემოვიდა ქალაქ ბათუმში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, რომლის მენეჯერიც ვარ და ვცდილობ ამ პოსტით ჩემს კოლეგებს ვუთხრა ვის უნდა უფრთხილდნენ.

 

ორი უცხოელი და მათშორის ერთი ქართველი, რომელიც ფოტოზე კარგად ჩანს. შეუკვეთეს საჭმელი და ალკოჰოლი შემდეგ კი, სიგარეტის მოსაწევად გარეთ გავიდნენ, და თან ისე გავიდნენ, რომ მეორე დღეა ველოდებით. და, რაც მთავარია, ეს მხოლოდ ჩემს ობიექტზე კი არა სხვა ბევრ ობიექტზე გააკეთეს. ატყუებენ ხალხს და ის თანხა, რომლითაც ძღებიან იმ ადამიანების გადასახდელია ვინც დაუღალავად შრომობენ, რომ დღის ბოლოს 20 ლარი სახლში წაიღონ (მიმტანები) ჩვენს შემთხვევაში ამას მიმტანს არ ვაწერთ)

 

 

48 ღამე ვათენე მისთვის - ლევან რატიანი პირველ პაციენტსა და პედიატრ მეუღლეზე
2021-06-1548 ღამე ვათენე მისთვის - ლევან რატიანი პირველ პაციენტსა და პედიატრ მეუღლეზე

 

 

მოკლედ დააკვირდით და კარგად დაიმახსოვრეთ მათი სახეები არ მოტყუვდეთ და არ გააკაროთ ობიექტებს,” – წერს მარიამ ლომინაძე.

 

როგორც მარიამ ლომინაძემ “რუსთავი 2-თან” საუბრისას აღნიშნა, მას თაღლითური სქემით მოქმედი პირების შესახებ ფეისბუკ-პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, კიდევ ერთი დაზარალებული დაუკავშირდა, რომელმაც უთხრა, რომ აღნიშნულმა პირებმა მისგან ბინა იქირავეს, შემდეგ კი თანხა არ გადაუხადეს და გაუჩინარდნენ.

 

 

 

დაგაინტერესებთ: 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X