
იმნაძის თქმით, ყველა დიდი კლასტერი საქართველოში ყოველთვის დიდ სუფრებთან იყო დაკავშირებული.
„ეს[კომენდანტის საათი] არის მობილობის შემცირებისთვის. ღიად რომ ვთქვა, კარგად რომ შეზარხოშდებიან ადამიანები, ქართული ხვევნა-კოცნა რომ იწყება ხოლმე სუფრაზე, ამას რომ ავარიდოთ თავი, ამიტომ არის ეს. რეალობა ეს არის, ასე ვრცელდება ეს დაავადება, დიდი კლასტერები სუფრებთან იყო ყოველთვის დაკავშირებული.”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.






















