
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პირველ პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა Covid-19-ზე ჩაუტარდა ტესტი და პასუხი უარყოფითია.
მისივე თქმით, პროტოკოლის წესის გათვალისწინებით პაციენტს 24 საათში უნდა გაუმეორდეს ტესტი და თუ პასუხი იქნება კვლავ უარყოფითი ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვა, რომ პაციენტი გამოჯანმრთელდა.
„მინდა სასიამოვნო ინფორმაცია მოგაწოდოთ, თქვენ იცით, რომ პირველი პაციენტი, რომელსაც დაუდასტურდა დაავადება 26 თებერვალს, მე-14 დღეს მასთან გაკეთდა ტესტირება ვირუსზე და მივიღეთ მასზე მცირე კონცენტრაციით, უნდა განმეორებულიყო მასთან 4 დღეში ტესტირება, რაც გუშინ განმეორდა Covid-19-ზე და პასუხი მივიღეთ უაროფითი, ეს ძალიან კარგი და სასიამოვნო ფაქტია, მაგრამ წესის მიხედვით აუცილებელია ტესტი 24 საათის ინტერვალში განმეორდეს და როცა მივიღებთ კვლავ ნეგატიურ პასუხს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაციენტი გამოჯანმრთელებულია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
დღესის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 25 პაციენტი, კარანტინში იმყოფება 314, ხოლო სტაციონარში 63 ადამიანს აკვირდებიან.






















