10:26 | 2020-05-05 ავტორი: Prime Time

კარგი ამბავი! ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეული 150 პაციენტის ანალიზის პასუხი უარყოფითია

კარგი ამბავი! ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეული 150 პაციენტის ანალიზის პასუხი უარყოფითია

ქუთაისის ლაბორატორიაში 150 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განაცხადა.

 

ანალიზებს შორის წყალტუბოში ინფიცირებულების კონტაქტები იყო. ლაბორატორიაში ასევე იმერეთის რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტების და საკარანტინო სივრცეებიდან გამოსულ პირთა ანალიზები გამოიკვლიეს.

 

საქართველოში კორონავირუსი 604 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 240 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

 

გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ავტორი: Prime Time

X