19:46 | 2021-09-05 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

კარგი ამბავი! – რესპუბლიკურ საავადმყოფოში 111 წლის პაციენტმა კორონავირუსი დაამარცხა, მალე მის 80 წლის შვილსაც გაწერენ კლინიკიდან

კარგი ამბავი! – რესპუბლიკურ საავადმყოფოში 111 წლის პაციენტმა კორონავირუსი დაამარცხა, მალე მის 80 წლის შვილსაც გაწერენ კლინიკიდან

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 111 წლის პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ლეონილა გვაჯავას კლინიკიდან ხვალ გაწერენ.

 

„ჩვენთან მკურნალობის კურსი თერაპიული მიმართულებით გაიარა, ამჟამად, თავს ჯანმრთელად გრძნობს და ხვალ, 14:00 საათზე ვაპირებთ, რომ გავწეროთ. პაციენტი 1910 წელსაა დაბადებული. ის აბსოლუტურად ემორჩილებოდა ექიმების ყველა მითითებას.

 

ძალიან მოტივირებული იყო, რომ გამოჯანმრთელებულიყო და მკურნალობის კურსი სრულად ჩაიტარა. მისი შვილიც ჩვენს კლინიკაშია მოთავსებული, დაახლოებით 80 წლის არის. ისიც თავს უკეთესად გრძნობს”, – განუცხადეს “ინტერპრესნიუსს” რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X