
ჯანდაცვის მინისტრის ეკა ტიკარაძის თქმით, საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით და ვაქცინის მიღების თარიღმა გადმოიწია ერთი კვირით.
„შაბათიდან ჩვენ საქართველოში გვექნება ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება.
მოწოდებული იქნება დათქმული დოზა 43, 200 დოზა, რომელიც გადანაწილდება შესაბამისი პროტოკოლით. შემდეგია „ფაიზერის“ ვაქცინა.“ – განაცხადა ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე.
უწყების ხელმძღვანელმა გაწეული შრომისთვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, კოვაქს-პლატფორმასა და UNICEF-ს მადლობა გადაუხადა.
„სწორედ მათი დახმარებით გახდა შესაძლებელი ვაქცინის დაჩქარებული ტემპით შემოტანა“ – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
რომელი ვაქცინა შემოვა საქართველოში კვირის ბოლოს
პირველ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინა შემოვა. მინისტრის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები Pfizer-ის დოზების დაჩქარებული შემოტანის შესახებ.
„ამ ეტაპისთვის UNICEF-ის მხრიდან მიღწეული იქნა შეთანხმება AstraZeneca-ს ვაქცინის დაჩქარებულ მოწოდებაზე.
მოწოდებული იქნება დათქმული დოზა – 43 200 დოზა, რომელიც გადანაწილდება იმ პროტოკოლის შესაბამისად, რომელიც შემუშავებულია COVID-ის ვაქცინაციის საბჭოს მხრიდან.
შემდეგი არის Pfizer-ის ვაქცინა. ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა მივაღწიოთ შეთანხმება, რომ Pfizer-ის ვაქცინის დაჩქარება მოხდეს“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ვინ აიცრება პირველად შემოტანილი ვაქცინით
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უპირველეს ყოვლისა, ვაქცინით ექიმები აიცრებიან.
„ამასთან დაკავშირებით კონკრეტული გრაფიკი გვაქვს გაწერილი. უპირველეს ყოვლისა, აიცრებიან ექიმები. შემდეგ უკვე დანარჩენი რისკ-ჯგუფები.
ვაქცინების გადანაწილება დიდ ქალაქებში მოხდება. ეს ქალაქები უკვე დადგენილია,“ – განაცხადა ტიკარაძემ.
არის, ასრულდა!,- ასე გამოეხმაურა ბიძინა კულუმბეგოვის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას.
რომელ ქვეყნებთან აწარმოებს საქართველო მოლაპარაკებას
ჩინურ მხარესთან მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს, მცირე დოზა შეკვეთილია.
„ჩინური ვაქცინა როგორც ვიცით, არის იმ ვაქცინების რიცხვში, რომელიც უახლოეს მომავალში მიიღებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან აკრედიტაციას, როგორც „ასტაზენეკას“ და „ფაიზერის“ შემთხვევაში წინასწარი მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს ჩინურ მხარესთან, ასევე „კოვაქს-პლატფორმასთან“.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადება ↓ საქართველო ვაქცინას 13 მარტს მიიღებს






















