
15 მაისიდან თურქეთი 16 სახელმწიფოდან ჩასული ტურისტებისათვის PCR-ტესტის წარდგენის ვალდებულებას აუქმებს.
ადგილობრივი მედიის Hürriyet-ის ცნობით, თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილების ხელმძღვანელმა ფატიჰ კარამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუგზავნა სამოტივაციო წერილი, რომელშიც მითითებულია 16 ქვეყანა, საიდანაც შემოსულ ტურისტებს შესაძლოა PCR-ტესტის წარდგენა აღარ მოუწიოთ.
ამ შემთხვევაში საუბარია ამ 16 ქვეყნიდან საჰაერო, საზღვაო თუ სახმელეთო გზით შესულ ტურისტებზე.
ამ 16 ქვეყნის სია ასეთია:
- ჰონკონგი;
- ჩინეთი;
- ტაივანი;
- ვიეტნამი;
- სინგაპური;
- ტაილანდი;
- სამხრეთ კორეა;
- იაპონია;
- ისრაელი;
- ავსტრალია;
- ახალი ზელანდია;
- დიდი ბრიტანეთი;
- ლატვია;
- ლუქსემბურგი;
- უკრაინა;
- ესტონეთი.






















