15:31 | 2022-01-02 ავტორი:

კარგი ამბებით უნდა დავიწყო… – რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

კარგი ამბებით უნდა დავიწყო… – რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

ბუსტერდოზები 70%-ით იცავს ჰოსპიტალიზაციისგან (საავადმყოფოში არ მოხვდებით)“, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს და შესაბამის სტატისტიკის სურათს აქვეყნებს.

 

მისი თქმით, კოვიდის ომიკრონის ვარიანტი, დელტასთან შედარებით, უფრო მსუბუქად მიმდინარეობს.

 

„2022 წლის პირველი “კოვიდ-ამბები”. რა თქმა უნდა, კარგი ამბებით უნდა დავიწყო.

 

ქვემოთ მოცემული გრაფიკა აჩვენებს ლონდონის რეანიმაციული საწოლების მდგომარეობას 2013 წლიდან დღემდე. ლურჯი ფერის გრაფიკა არის შარშანდელი მდგომარეობა (როცა ვაქცინაცია არ იყო- იანვარ-თებერვალი) და დღევანდელი მდგომარეობა ასახულია შავი გრაფიკით, სადაც ნათლად ჩანს, რომ ვაქცინაცია მუშაობს

 

დიახ, კოვიდის ომიკრონის აფეთქება კი არის ლონდონში, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ვაქცინაციიის მაღალი მაჩვენებელი (71% ორჯერ ვაქცინირებული და 51% ბუსტერით ვაქცინირებული) იცავს ადამიანებს რეანიმაციაში მოხვედრისგან. ეს არის ფაქტი

 

ბუსტერდოზები 70%-ით იცავს ჰოსპიტალიზაციისგან (საავადმყოფოში არ მოხვდებით)

 

კოვიდის ომიკრონის ვარიანტი, დელტასთან შედარებით, უფრო მსუბუქად მიმდინარეობს და დამძიმება/საავადმყოფოში გადაყვანა/მკურნალობა 3-ჯერ ნაკლებია ანუ დელტა ვარიანტის დროს 50 ინფიცირებული ადამიანიდან 9 ადამიანს სჭირდებოდა ჰოსპიტალში გადაყვანა სამკურნალოდ, ომიკრონის დროს კი მხოლოდ 3 ადამიანს თუ დასჭირდება ჰოსპიტალიზაცია.

 

გახსოვდეთ, ომიკრონი არის კორონა ვირუსი და პოსტკოვიდური მდგომარეობა ისევ გამოწვევად რჩება ყველასთვის, ვინც გადაიტანა კორონა სიმპტომურად (გამოხატულად ჩანდა, რომ ავად იყავით – სიცხე, სურდო, კუნთების ტკივილი, კანზე გამონაყარი და ა. შ.), თუ უსიმპტომოდ (არაფერი გაწუხებდათ, მხოლოდ ტესტმა აჩვენა, რომ კორონათი ინფიცირებული ხართ).

 

დაიცავით საკუთარი თავი, დაიცავით თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები და ყველაფერი კარგად იქნება“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

 

 

ავტორი:

X