
ყველა ფორმის დაავადების თავიდან აცილებაში „ფაიზერი“ რჩება „ჩემპიონად“, ხოლო ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილისგან დაცვა ორივე სინოფარმი/სინოვაკი) (ვაქცინას თანაბრად გამოსდის, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ახალ კვლევაზე დაყრდნობით წერს.
„ჰონკონგში ჩაატარეს კვლევა, სადაც ერთამენთს შეადარეს „ფაზიერის“ და „სინოვაკის“ იმუნოგენობა (იმუნური პასუხის უნარი და ძალა). შედეგებმა აჩვენა, რომ „ფაიზერის“ უნარი ჰუმორული (ანტისხეულები) იმუნიტეტის მხრივ მკვეთრად მაღალია „სინოვაკზე“, ხოლო „სინოვაკის“ უნარი წაროქმნას უჯრედული იმუნიტეტი (CD4, CD8 T ლიმფოციტები) ვირუსის სტრუქტურული ცილების მიმართ გაცილებით მეტია, ვიდრე „ფაიზერის“ ვაქცინის.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ყველა ფორმის დაავადების თავიდან აცილებაში „ფაიზერი“ რჩება „ჩემპიონად“, ხოლო ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილისგან დაცვა (ეს ფაქტორები დამოკიდებულია უჯრედულ იმუნიტეტზე) ორივე ვაქცინას თანაბრად გამოსდის.

ასე რომ გულგატეხილი ხალხი, რომლებიც მწერთ, რომ ავიცერი სინოფარმი/სინოვაკით და რა გვეშველებაო, სანერვიულო არ გაქვთ, ვაქცინა კარგად გიცავთ მძიმე დაავადებისგან და როცა ბუსტერი შეგეხებათ, დაიმატეთ ნებისმიერი ვაქცინა, რომელიც გნებავთ“, – წერს კულუმბეგოვი.
ასევე ნახეთ:
სოფო ნიჟარაძე არჩევნებზე მივიდა – ნახეთ რა ფოტოს აქვეყნებს მომღერალი
რევოლუციის დროა – მაია დარსმელიძე
ნეკა დოროყაშვილი ყოფილი ქმრის პოლიტიკურ არჩევანთან დაკავშირებით სკანდალურ განცხადებას ავრცელებს
ეს სახლი თბილისში 8 მილიონ დოლარზე მეტი ღირს – დაათვალიერეთ ფოტოები და შეაფასეთ
ბევრისთვის უცნობი ფაქტი კახა კალაძის შესახებ – „აუცილებლად ჩამოვალ ამ დღეებში თბილისში“






















