
მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილის ფსიქორეაბილიტაციის პროცესი საქართველოში სათანადოდ ვერ ხერხდება.
„მეჩვენება და მაქვს შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში ამას ვერ ახერხებენ და ძალიან კარგი იქნება, რომ სააკაშვილს მიეცეს საშუალება, გავიდეს და მოთავსდეს ისეთ კლინიკაში, სადაც ამის გამოცდილება აქვთ. ჯანმრთელობის კუთხით, რასაც ვხედავ, უარყოფითი დინამიკა შეინიშნება. წონა აქვს დაკლებული. ამითაა ჩემი მოთხოვნა გამოწვეული“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულებამდე გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას საქართველოში ჩამოსვლაზეც გააკეთა კომენტარი.






















