00:23 | 2020-04-27 ავტორი: ალექსი ქამადაძე

კარგი იქნებოდა ეს არ მომხდარიყო – ვანო მერაბიშვილი „იმედის“ დარბევაზე

კარგი იქნებოდა ეს არ მომხდარიყო – ვანო მერაბიშვილი „იმედის“ დარბევაზე

რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ ეს არ მომხდარიყო და ამის გარეშე მომხდარიყო ლოკალიზება. ძალიან ადვილია ახლა ჩემთვის თქმა, რომ ეს არ იყო საჭირო, – ამის შესახებ ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა 2007 წლის 7 ნოემბერს, ტელეკომპანია „იმედის“ დარბევაზე საუბრისას განაცხადა.

 

მერაბიშვილი აცხადებს, რომ 7 ნოემბერს პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღეს, როდესაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მთავრობა გადადგა.

 

„ჩვენ როცა გავაცნობიერეთ, რომ ეს იყო სერიოზული პრობლემა ქვეყნის განვითარებისთვის მოხდა უპრეცენდენტო შემთხვევა არამარტო საქართველოს, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ისტორიაში – ქვეყნის ხელმძღვანელი პრეზიდენტი გადადგა და დანიშნა რიგგრაშე არჩევნები. აქ მარტო მიხეილ სააკაშვილი კი არა, მთელი მთავრობა გადადგა, ეს იყო პოლიტიკური პასუხისმგებლობა, იმის გამო, რომ ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც უნდა გამოსულიყო.

 

დემოკრატიული საზოგადოების მთავარ მონაპორავს, თავისუფალ მედიას სჭირდება ძალიან მოფრთხილება. თავისუფალ მედიაში შესვლის პრეცენდენტი იყო სერიოზული პრობლემა ქვეყნისთვის. მე კი არ ვიძახი შეცდომა იყო, ვამბობ, რომ სერიოზული პრობლემა იყო ქვეყნისთვის და ეს პრობლემა უნდა გადაჭრილიყო. სამწუხაროდ, ტელევიზიის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დარტყმის ქვეშ დააყენა „იმედი“ და ჩვენც იძულებული გავხდით მაშინ, რომ ეს ნაბიჯი გადაგვედგა“, – თქვა ვანო მერაბიშვილმა „მთავარი არხის ეთერში“.

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X