22:13 | 2020-04-15 ავტორი: თამარ გონგაძე

კარგი იქნებოდა თუ ამ 2 ათასკაციან დარბაზს საკარნტინედ მისცემდნენ – გოდერძი შარაშია

კარგი იქნებოდა თუ ამ 2 ათასკაციან დარბაზს საკარნტინედ მისცემდნენ – გოდერძი შარაშია

ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია დღეს მზადებაში გახლდათ. მან ტაძრის მიმდებარედ მდებარე შენობაში 2 ათასი ადამიანისთვის მოამზადა სივრცე, სადაც მრევლი დისტანციით განთავსდება და სააღდგომო ლიტურგიის მოსმენას რეკომენდაციის დაცვით შეძლებს.

 

„ვიცი, რომ ღამისთევა ძალიან რთულია. მთელი ღამის განმავლობაში მოუწევთ ადამიანებს აქ ყოფნა. ადგილებსაც მოვნიშნავთ, რომ ადამიანები დისტანციურად იდგნენ.

 

პირადად ვთხოვდი მთავრობის წარმომადგენლებს, რომ პირიქით, ამ ღამეს დაგვეხმარონ ამ დისტანციების დაცვაში“, – აცხადებს მამა შალვა კეკელია.

 

ჟურნალისტი გოდერძი შარაშია კი მიიჩნევს, რომ ამ ეპიდემიურ სიტუაციაში მსგავსი შენობის გამოყენება ინფიცირებულთათვის გამოსაყენებლად უფრო საჭიროა, ლოცვის ადგილი კი დღეს სახლებშია.

 

გოდერძი შარაშია: ცოტა ავირ-დავირიე. რა მართალია და რა ტყუილი, ვერ გავიგე, იმდენი ფეიკნიუსია სოციალურ ქსელებში. ინფექციურის სამედიცინო დირექტორი სახალხოდ ამბობს, “ფეისბუქი” არ მაქვს, მე არ ვსარგებლობ სოციალური ქსელითო.

 

რაც შეეხება აღდგომის ღამით ტაძარში მისვლას, მე თუ მკითხავთ, თუ ყველანი ერთად – მრევლის, საზოგადოების, ქვეყნის გადარჩენაზე ვფიქრობთ, მაშინ ყველაზე კარგი იქნებოდა თუ ამ 2 ათასკაციან დარბაზს ქვეყანას მისცემდნენ, სადაც ან საკარანტინე ხალხს განათავსებდნენ, ან – ინფიცირებულთ. მეც ქრისტიანი ვარ, მეც მორწმუნე ვარ, მეც მიყვარს ღმერთი და არა მათზე ნაკლებად. მაგრამ ახლა სახლშია ღმერთის სიყვარულის და ლოცვის დრო… მე ასე ვფიქრობ.

ავტორი: თამარ გონგაძე

X