18:28 | 2020-05-27 ავტორი: თეონა ყაჭიური

კარგი კომპანიაა, მაგრამ… – გიორგი გახარია „სუფთა სახლის“ დახურვის მიზეზებს განმარტავს

კარგი კომპანიაა, მაგრამ… – გიორგი გახარია „სუფთა სახლის“ დახურვის მიზეზებს განმარტავს

„სუფთა სახლის ხელმძღვანელობა არ ღელავს სუფთა სახლზე, როგორც თქვენ. მათ გაიგეს რატომ მოხდა დახურვა მაშინ. ისეთი კამპანია აიწია მაშინ ,რომ საინტერესო ეჭვი გამიჩნდა“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განცხადა.

 

მან განმარტა, თუ რატომ დაიხურა პანდემიის დაწყების დროს „სუფთა სახლი“.

 

„მე რატომ უნდა დავითვალო სუფთა სახლის ზიანი. მას ჰყავს დამფუძნებლები, ფინანსური დირექტორი და თუ უნდა მერე მიჩივლოს კიდე, სახელმწიფოს. როდესაც შიდა გავრცელების სერიოზული ტემპი წავიდა. მძიმე მომენტში მოხვდა სუფთა სახლი.

 

სუფთა სახლის ნომენკლატურა მოქალაქეებს შეეძლოთ ეყიდათ ყველა დანარჩენ სასურსათო მაღაზიაში. მართლა კარგად მომუშავე კომპანიაა, მაგრამ აქვთ შეზღუდული ნომენკლატურა“,- აღნიშნა პრემიერმა.

 

ფულის გაცემა ამ კვირიდან დაიწყება - გახარია დახმარებებზე
2020-05-27ფულის გაცემა ამ კვირიდან დაიწყება - გახარია დახმარებებზე
ავტორი: თეონა ყაჭიური

X