
მე ეს აღვიქვი, როგორც სიმართლის მხარდაჭერა,- ამის შესახებ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა გირაოს თანხის შეგროვებაზე განაცხადა.
„ის, რომ საზოგადოებამ ფული შეაგროვა, ეს რა თქმა უნდა, მხარდაჭერაა. კარგი რა არის იცით? კონსოლიდაციაა, ანუ ადამიანები გაერთიანდნენ. მხარდაჭერა გამომიცხადეს. როგორც ჩემი მხარდაჭერა კი არა, პიროვნულად… მე ეს აღვიქვი, როგორც სიმართლის მხარდაჭერა. ეს კარგია,“ – განაცხადა ივერი მელაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ, კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ილიჩოვასა და მელაშვილისთვის შეფარდებული გირაოს დასაფარად 40 000 ლარი შეაგროვეს.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა20-20 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.
13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება.






















