18:45 | 2021-12-02 ავტორი: Prime Time

კარგი რეჟისორიც ვერ მოიფიქრებდა რასაც მისი შვილების დედაზე ლაპარაკობს – პაატა ხაჩიძე მიხეილ სააკაშვილზე

კარგი რეჟისორიც ვერ მოიფიქრებდა რასაც მისი შვილების დედაზე ლაპარაკობს – პაატა ხაჩიძე მიხეილ სააკაშვილზე

მომღერალი, პაატა ხაჩიძე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე წარმოთქმულ სიტყვას ეხმაურება, რომელიც მან მის ყოფილ მეუღლეზე სანდრა რულოვსზე თქვა.

მავიწყდება ასაკთან ერთად ვისი მომსახურებით ვისარგებლე... ვინ იყო სექსინდუსტრიის წარმომადგენელი? - მიხეილ სააკაშვილი
2021-12-02მავიწყდება ასაკთან ერთად ვისი მომსახურებით ვისარგებლე... ვინ იყო სექსინდუსტრიის წარმომადგენელი? - მიხეილ სააკაშვილი

 

„ეს ადამიანი სასამართლოზეა თუ თეატრში? კარგი რეჟისორიც ვერ მოიფიქრებდა რასაც მისი შვილების დედაზე ლაპარაკობს, ეხლა რას ეტყვის ევროპას და ამერიკას მსოფლიოს რო გააცნო თავისი თავი და თუ გააცნო ასეთი გამოხტომებით მხოლოდ და მხოლოდ და ყველაფერი გადამეტებული აკრძალული თამაშებით არარი ნორმალური ეს ყველაფერი დაფიქრდით ხალხო ვინც მხარს უჭერს მის განთავისუფლებას“,- წერს პაატა ხაჩიძე.

 

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე საქართველოს ყოფილი პირველი ლედის სანდრა რულოვსთან დაკავშირებით თქვა:

 

“სანდრას რატო არ ასამართლებთ, ხარჯების დიდი ნაწილი მისია. სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე. იმიტიმ რომ ამ ხარჯების მეოთხედი სანდრასია. მაგრამ სანამ სანდრას ედავებით, გაიხსენეთ რომ მან შემოიტანა ქვეყანაში ასი მილიონი ევროს გრანტები სამედიცინო სფეროში, სანდრას მეშვეობით 4-ჯერ ნაკლები ქართველი ქალი კვდება მკერდის კიბოთი, ვიდრე მანამდე, უამრავი რამე აქვს გაკეთებული ციხეში ჯანდაცვის მიმართულებით”,- განაცხადა სააკაშვილმა.

 

ასევე ნახეთ: VIDEO: სანდრას რატომ არ ასამართლებენ? სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე – მიხეილ სააკაშვილი

ავტორი: Prime Time

X