ბათუმის ერთ-ერთ მოხუცთა თავშესაფრის 120-მდე ბენეფიციარისა და 70-მდე თანამშრომელის ტესტის პასუხები დღეს დილით გახდა ცნობილი და ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია. ამ ეტაპზე თავშესაფარში კარანტინი არის გამოცხადებული.
როგორც დაწესებულების დირექტორი იოანე ბარამიძე აცხადებს, მათთვის ინფიცირების წყარო უცნობია. ინფიცირებული თანამშრომელი შვებულებაში იყო. ის ქორწილში იმყოფებოდა, თუმცა შვებულებაში გასვლამდე თუ შემდეგ, არ იციან.
“მადლობა მინდა უპირველეს ყოვლისა ღმერთს შევწიროთ, რადგან გუშინ ჩაუტარდა ყველა მობინადრეს და ყველა თანამშრომელს ტესტირება.
ყველას პასუხი მოვიდა და უარყოფითია. სამწუხაროდ გვაქვს შემთხვევა ინფიცირების. ხუთი მობინადრე და ერთი თანამშრომელია ინფიცირებული. თანამშრომელი 2 სექტემბრიდან არ იმყოფებოდა დაწესებულებაში. ის იყო შვებულებაში.
ჯანდაცვისსამსახური მოდიოდა პერიოდულად, გვიტარებდნენ ტესტირებას. რამდენიმე დღით ადრე, სანამ კოვიდი დადასტურდებოდა დაწესებულებაში, ორ მობინადრეს ჰქონდა ტემპერატურა 37.5. დაწესებულების მთავარმა ექიმმა გადაწყვიტა, გადამოწმებულიყვნენ კოვიდზე, გამოვიძახეთ შესაბამისი სამსახური.
ჩაუტარდათ ტესტირება და გუშინ მოვიდა პასუხები ხუთ მობინადრეზე და მათ დაუდასტურდათ კოვიდი. ისინი იმყოფებოდნენ ორ ოთახში, ოთხი ერთ ოთახში და ერთი სხვა ოთახში. გუშინ გადაიყვანეს ისინი ქობულეთის საავადმყოფოში და ერთი რესპუბლიკურში. არის უსიმპტომო, ჩვენი ინფორმაციით. მადლობა ღმერთს, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
თავშესაფარი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. გუშინ იყვნენ მოსული ეპიდემიოლოგები, რომლებმაც მოგვცეს რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ყველა მობინადრე და თანამშრომელი იმყოფება გუშინს მერე იმყოფება დაწესებულებაში.
დღეს გვაცნობეს, რომ თანამშრომლებს გადაიყვანენ საკარანტინე სივრცეში და იქედან ივლიან სამსახურში, რადგან არ ჰქონდეთ ოჯახის წევრებთან და სხვა პიროვნებებთან შეხება. თავშესაფარში კარანტინია. ვერავინ ვერ შევა და ვერ გამოვა სხვა. ინფიცირების წყარო ჩვენთვის უცნობია.
ასევე ველოდებით დღეს უნდა მოვიდეს სადეზინფექციო სამსახური, რომელიც დაწესებულებაში დეზინფექციას ჩაატარებს”- აცხადებს დეკანოზი იოანე ბარამიძე.
გუშინ, ბათუმის ერთ-ერთ მოხუცთა თავშესაფარში გუშინ კორონავირუსით ინფიცირების 6 შემთხვევა დაფიქსირდა.